ბიბლიური თავისუფლების მოძღვრება და ეთიკური საფუძვლები ეყრდნობა ადამიანის თავისუფლების, სიცოცხლისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის 7 ფუნდამენტურ მცნებას:
01/მცნება
ადამიანის სხეული, სიცოცხლე და თავისუფლება ერთი და იგივეა.
02/მცნება
შენ გაქვს მხოლოდ ერთი სიცოცხლე და ის მხოლოდ შენ გეკუთვნის.
03/მცნება
საკუთრება არის ადამიანის სიცოცხლე, დახარჯული შრომაში. პატივი ეცი სხვის საკუთრებას.
04/მცნება
შენი სხეული არის შენი ნომერ პირველი საკუთრება. ის 100%-ით შენია.
05/მცნება
მკვლელობა, ქურდობა და დამონება, თავისი შინაარსით, სამივე არის ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევა.
06/მცნება
საკუთრების წართმევა სიცოცხლის წართმევაა, რა მიზნითაც და ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს.
07/მცნება
იბრძოლე სხვების თავისუფლებისთვის, რათა მოიპოვო საკუთარი.